ასპ-გრუპმა 2018 წელს დაარეგისტრირა საკუთარი ბრენდი AGT.  ჩვენი ფირმის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია. კომპანია ასევე ახორციელებს ყველა ტექნიკასთან დაკავშირებულ სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და სრულ სერვისულ მომსახურებას. 2021 წელისათვის ჩვენს კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი აღემატება 80 თანამშრომელს.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე https://aspgroup.ge/

ყველა ის გამოცდილება, რომელიც კომპანიამ დააგროვა 2013-2018 წლებში, როდესაც იყო Foton-ის ტრაქტორების ოფიციალური დილერი საქართველოში, გამოყენებულ იქნა იმაში, რომ ჩვენ შევქმენით უნიკალური დიზაინის და ფერმერების საჭიროებაზე მორგებული მაღალი ხარისხის ტექნიკა. ტრაქტორები AGT ბრენდით 2018 წლიდან იწარმოება ისეთი ცნობილი მწარმოებლის მიერ, როგორიც არის LOVOL HEAVY INDUSTRY CO., LTD ,  ასპ-გრუპის ინჟინრების ჩართულობით. ჩვენ ვართ ლიდერები და ნოვატორები საქართველოს ბაზარზე, ვინაიდან საუკეთესოდ ვპასუხობთ ადგილობრივ მოთხოვნებს.

სერვისული მომსახურება

ჩვენს სერვის ცენტრებში შესაძლებელია AGT-ის ნებისმიერი სახის ტექნიკის სრული პროფილაქტიკური და სარემონტო მომსახურება. ჩვენი კომპანიის უმაღლესი დონის სპეციალისტებით დაკომპლექტებულ მობილური სერვისის ჯგუფებს შეუძლიათ აღნიშნული მომსახურების გაწევა.

ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ყოველ დღე

კვირის გარდა 9:30-დან საღამოს 18:30 საათამდე

სათაო ოფისი / სერვის ცენტრი

სოფ. დიდი ლილო, ერეკლე მეორის V შესახვევი, N3, თბილისი, საქართველო

სერვის ცენტრი

ე. მაისურაძის ქ. 10, თბილისი, საქართველო

შოურუმი

კახეთის გზატკეცილი 203, თბილისი, საქართველო

შოურუმი

კახეთის გზატკეცილი 144ა, თბილისი, საქართველო