ტრაქტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გრძელვადიანი ინვესტიცია თქვენი სასოფლო-სამეურნეო ოცნებების ასასრულებლად. საბედნიეროდ, დღეს ტრაქტორის ყიდვა გამარტივდა სხვადასხვა სახის თანადაფინანსების პროგრამების მეშვეობით, თუმცა, რეალური სამუშაო იწყება შეძენის შემდეგ. თქვენ მოგიწევთ გახდეთ ექსპერტი ტრაქტორის მოვლაში, რათა მან იმუშაოს ეფექტურად .

თქვენი ტრაქტორის საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნება მნიშვნელოვანია , რათა გემსახუროთ დიდხანს და დაგეხმაროთ მოსავლიანობის მაქსიმალურად გაზრდაში . ამისათვის , მას უნდა დაუთმოთ დიდი დრო და ყოველდღიურად მიყვეთ მოვლის სათანადო ინსტრუქციებს. ჩვენი გუნდი მოგცემთ რამდენიმე რჩევას , რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ ტრაქტორის გამართულად მუშაობისთვის :

  1. რეგულარულად შეამოწმეთ სითხეები:
    თუ ტრაქტორის რომელიმე ნაწილიდან გაჟონავს სითხე , დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სერვისცენტრს , რათა დადგინდეს, რა ნაწილების შემოწმებაა საჭირო. მუდმივად უნდა შეამოწმოთ ძრავის ზეთი , გაგრილების სიტემის სითხე ( ანტიფრიზი ) , გადაცემათა კოლოფის სითხე და ჰიდრავლიკური ზეთი.
  2.  დაიცავით ტრაქტორი წვიმისგან და მზისაგან:
    სამუშაოს დასრულებისთანავე დარწმუნდით, რომ თქვენი ტრაქტორი დაცულია წვიმისგან; განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია გამოსაბოლქვი სისტემა, სავარძელი და ინსტრუმენტები. მოარიდეთ საბურავები მზეს , ტრაქტორი შეინახეთ ავტოფარეხში ან დააფარეთ ნაჭერი.
  3.  უზრუნველყავით ჰაერის სწორი წნევა საბურავებში:
    ყველა ტრაქტორს არ სჭირდება ერთი და იგივე წნევა.
  4. თვალი ადევნეთ ფილტრებს:
    ჭუჭყს და მტვერს შეუძლია სისტემის დაბინძურება , რასაც მოყვება ძირითადი კომპონენტების გაუმართაობა. ტრაქტორს გააჩნია ფილტრები , დამაბინძურებლებისგან სისტემის დასაცავად. მიზანშეწონილია ხშირად შეამოწმოთ საწვავის ფილტრი, ასევე ჰაერის ფილტრი. მუდმივად გაასუფთავეთ და შეცვალეთ თუ ვერ მოხერხდა მათი სათანადოდ გაწმენდა .
  5. ხშირად შეზეთეთ:
    იმისათვის, რომ ტრაქტორმა კარგად იმუშაოს, ის კარგად უნდა იყოს შეზეთილი. დარწმუნდით, რომ რეგულარულად ამოწმებთ ზეთის დონეს და იყენებთ მძიმე საპოხ მასალებს (ტაოტი) . მოძებნეთ ტრაქტორის ნაწილები, რომლებიც მოძრაობენ, გაასუფთავეთ და შეზეთეთ .
  6. არ გადატვირთოთ:
    მიზანშეწონილია გამოიყენოთ რეკომენდირებული ზომისა და სპეციფიცაიების მქონე აგრეგატები ნებისმიერი სამუშაოსთვის, რომელსაც გაკეთებთ. დარწმუნდით, რომ არ გადატვირთოს თქვენი ტრაქტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მალე გაფუჭდება.

მუდმივად უნდა აკონტროლოთ ძრავში ზეთის დონე . რეკომენდირებულია ძრავში ზეთის შეცვლა ყოველ 200 სამუშაო საათზე .

ასევე მუდმივად აკონტროლეთ წყლის დონე , ხანგრძლივი დატვირთვით მუშაობამ შესაძლებელია გაგრილების სისტემაში სითხის კლება გამოიწვიოს . გაგრილების სისტემაში დანაკლისის შესავსებად რეკომენდირებულია მხოლოდ აგრეგატისთვის განკუთვნილი გამოხდილი წყლის გამოყენება .

საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ ჰაერის ფილტრი. სამუშაო გარემოდან გამომდინარე, რომელშიც იყენებთ ტრაქტორს, შესაძლოა დაგჭირდეთ ჰაერის ფილტრის მეტ-ნაკლებად ხშირად შეცვლა . ჰაერის ფილტრი ვიზუალურად შეამოწმეთ , თუ ის ნამდვილად ჭუჭყიანია, ის უნდა შეიცვალოს.
არ არსებობს რეალური წესი ჰაერის ფილტრებთან დაკავშირებით; ისინი უბრალოდ უნდა შეიცვალოს, როდესაც გაწმენდას აღარ ექვემდებარება .
რეკომენდირებულია , შეამოწმოთ თქვენი ჰაერის ფილტრი სამუშაოს დასრულებიდან 8 საათის შემდეგ.

შეამოწმეთ ღვედები და მილები. ისევე, როგორც ავტომანქანაში, ტრაქტორშიც შეხვდებით მილებს და ღვედებს , რომლებიც ძრავის შემადგენელი კომპონენტებია . განსაკუთრებით გულდასმით შეამოწმეთ რეზინის ყველა კომპონენტი , იმ შემთხვავაში თუ აღენიშნება ზედმეტი ცვეთა , კოროზია , გაჟონვა ან სისველე დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს .
გულდასმით უნდა შეამოწმდეს ღვედების ქვედა მხარე , რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ის ცურავდა.
ნებისმიერი რეზინი, რომელიც დაბზარულია, უნდა შეიცვალოს.

გადაცემათა კოლოფის ზეთი რეგულარულად უნდა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს. ზეთის დონე უნდა შემოწმდეს, როცა გადაცემათა კოლოფი ჯერ ისევ თბილია. გარდა ამისა, გაცემათა კოლოფის კორპუსის მაგნიტი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს და კორპუსის შიგნით მყოფი ნამსხვრევებისაგან უნდა გასუფთავდეს .

ტრაქტორის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ძალამთრევი ლილვი . საქარტველოში გავრცელებული აგრეგატებისათვის დასაშვები ძალამთრევი ლილვის სიჩქარე შეადგენს 1000/540 ბრ.წთ . ნებისმიერ აგრეგატს ეს იქნება საწამლი აპარატი , ფრეზი ან მულჩერი უნდა შევურჩიოთ ქარხანა მწარმოებლის მიერ დადგენილი შესაბამისი ბრუნი 1000 ან 540 ბრ.წთ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია დავაზიანოთ აგრეგატი ან გადაცემათა კოლოფი .

როდესაც არ ვიყენებთ ძალამთრევ ლილვს მაგალითად საზნისის ან კულტივატორის გამოყენების დროს , ტრაქტორის დაქოქვამდე უნდა შევამოწმოთდა დავრწმუნდეთ , რომ ძალამთრევი ლილვი არის დალუქული დამცავით , ასევე ჩამრთველი ბერკეტი იმყოფება ნეიტრალურ პოზიციაზე .

მუდმივად შეამოწმეთ ხიდში ზეთის დონე . წინა ხიდი გარდა მაევრიებისა ხშირ შემთხვევაში ტრაქტორის წამყვანი ხიდიცაა ამიტომ განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მის შეზეთვას და მასში არსებული ზეთის დონეს .

ტრაქტორს სტანდარულად გააჩნია უკანა დიფერენციალის საკეტი . დიფერენციალური საკეტი გამოიყენება ტალახიან ზედაპირზე ან ნებისმიერ სრიალა ზედაპირზე .მყარ ზეაპირზე სადაც მოჭიდების დონე მაღალია , დიფერენციალური საკეტის გამოყენება მიზანშწონილი არ არის , ამ დროს დიფერენციალის დაზიანების რისკი იზრდება .

დაუშვებელია ტრაქტორის ჰიდრავლიკურ ამწევებზე მიმარგებული აგრეგატების აწეულ მდგომარეობაში დატოვება , ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი თვითნებური დაწევა ან ჰიდრავლიკურ დგუშის კომპონენტბის დაზიანება . სამუშაოს დასრულების შემდეგ დარწმუნდით , რომ ჰიდრავლიკური სისტემა არ არის დატვირთული .

ჰიდრავლუური სისტემა ტრაქტორს ეხმარება სხვა და სხვა აგრეგატებისა და ხელსაწყოების მუშაობაში. ჰიდრავლიკურ სისტემას აქვს ფილტრი, თუფილტრი დაბინძურებულია უმეტეს შემთხვევაში იკეტება, რამაც შეიძლება შეანელოს თქვენი ჰიდრავლიკური სისტემა და გადატვირთოს ჰიდრავლიკური ტუმბო . ამიტომ მნიშვნელოვანია ჰიდრავლიკური სისტემის ფილტრის დროული შეცვლა .

სათაო ოფისი / სერვის ცენტრი

სოფ. დიდი ლილო, ერეკლე მეორის V შესახვევი, N3, თბილისი, საქართველო

სერვის ცენტრი

ე. მაისურაძის ქ. 10, თბილისი, საქართველო

შოურუმი

კახეთის გზატკეცილი 203, თბილისი, საქართველო

შოურუმი

კახეთის გზატკეცილი 144ა, თბილისი, საქართველო