AGT – 604 NCA აღჭურვილია ლეგენდარული XINCHAI – ს Stage III ძრავით , რომელიც გამოიმუშავებს 60 ცხენის ძალას , იგი არის ცნობილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით , სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის , ამერიკის და ევროპის ქვეყნებში , ასევე საქართველოში . XINCHAI – ს ძრავს იყენებს უამრავი წამყავნი სასოფლო-სამეურნეო თუ სპეცტექნიკის მწარმებელი კომპანია.
საწვავის მოხმარების კოეფიციენტის შესამცირებლად და პროდუქტიულობის გასაზრდელად AGT 604 NCA- ს გააჩნია 4 სიჩქარიანი 3 საფეხურიანი რევერსული გადაცემათა კოლოფი 12F+12R გადაცემით , რაც იძლევა საწვავის ეფექტურად დაზოგვის მიზნით ოპტიმალური სამუშაო რეჟიმის შერჩევის საშუალებას.
AGT 604 NCA -ს გააჩნია საბურავებს შორის დაშორების რეგულირების საშუალება, რაც სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შეასრულებლად საჭირო მოთხოვნებს .
AGT 604 NCA-ს გააჩნია 2 წყვილი ჰიდრავლიკური სწრაფჩამკეტი ახალი თაობის გაძლიერებული ჰიდრავლიკური ტუმბოთი, რაც იძლევა საშუალებას ტრაქტორზე დამონტაჟდეს TZ-06D გასაშლელი ციცხვი , ეს ყველაფერი AGT 604 NCA-ს აქცევს მულტიფუნქციურ, მრავალპროფილური გამოყენების ტექნიკად.
PTO ღერძს გააჩნია 2 საფეხურიანი გადაცემა 540/1000 ბრ/წთ, რაც სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს ბაზარზე არსებული ნებისმიერი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების აგრეგატის ტექნიკურ მოთხოვნებს .
AGT 604 NCA აღჭურვილია: -ჰიდრავლიკური დამწოლებით, რომელთა მაქსიმალური ამწევუნარიანობა შეადგენს 1400 კგ-ს — მექანიკურად ჩართვადი ჰაერის კომპრესორით, რომელიც დაგეხმარებათ საველე პირობებში დაშვებული საბურავის დაბერვაში, ასევე პნევმატურმუხრუჭიანი მისაბმელის და სხვა აგრეგატების გამოყენებაში, რომლებიც საჭიროებენ პნევმატიკით მხარდაჭერას.
დამონტაჟებული სისტემის ტიპი | |
ჰიდრავლიკური მიწოდების ხარჯი (ლ. წთ) | 32 |
ჰიდრავლიკური სწრაფჩამკეტები (წყვილი) | 2 |
პარამეტრები | |
სიგრძე* სიგანე* სიმაღლე (მმ) | 4000*1500*2500 |
უკანა ბორბლის შიდა მანძილი (მმ) | 830 |
უკანა ბორბლის გარე მანძილი (მმ) | 1530 |
მობრუნების რადიუსი (მ) | 6,5 |
ნომინალური მასა(კგ) | 2500 |
საბურავის ზომა | 8,3-20/14,9-28 |